გიორგი ვაშაძემ დავით ბაქრაძეს “ნაციონალური მოძრაობის” მომავლის კატასტროფა უწოდა

დავით ბაქრაძე კიდევ ერთი კატასტროფა იქნება ”ნაციონალური მოძრაობის” მომავლისთვის, რადგან ისიც არაფრის გამკეთებელი ადამიანია, – ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ჩართვისას, ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურის მხარდაჭერის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დავით ბაქრაძე ”ნაციონალური მოძრაობის” დროს პარლამენტის თავმჯდომარე იყო 4 წლის განმავლობაში და თუ ვინმეს უნდა შეეკავებინა მძლავრი ძალაუფლება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო კონცენტრირებული, ეს იყო პარლამენტი. ”მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ფუნქცია ვერ შეასრულა ქვეყანაში, მივედით იმ დამარცხებამდე, რაც 2012 წელს ”ნაციონალურმა მოძრაობამ” იწვნია”, – აღნიშნა ვაშაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი