სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი დარსევან ჩემია სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მადონა თურქიას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.
ჩემიას მტკიცებით, დირექტორმა ხელი კრა, რის შედეგადაც კედელს მიენარცხა და თავის ტვინის შერყევა მიიღო.
პედაგოგმა დირექტორს პოლიციაშიც უჩივლა.
როგორც “Newsportal.ge”-ს შსს-ში განუმარტეს, საქმე სსკ-ის 125-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცემას გულისხმობს.