მარტვილის კანიონის მიმდებარედ ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის კანიონის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების ავტოსადგომი შენდება. ავტოსადგომი გათვლილია 150 მსუბუქ ავტომობილზე და 50 ავტობუსზე. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ღია პავილიონები, მოსაცდელი ბლოკი, სუვენირების ფარდულები, გარე განათებები და სველი წერტილები.

მარტვილის კანიონთან ახალი ავტოსადგომის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მარტვილის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 340 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არქეოპოლისი“ ახორციელებს. სამშენებლო სამაუშაოებზე 60 ადგილობრივია დასაქმებული.

მარტვილში კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურა 2016 წელს მოეწყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი