სენაკში 63 წლის ქალმა 50 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გარდაცვლილის შვილის ინფორმაციით, დედას ბრალდებულმა იარართ 7 ჭრილბა მიაყენა, მათ შორიც მუცლის და გულ-მკერდის არეში.
“დედაჩემს ამ ქალის ვალი ჰქონდა – დაახლოებით, 2500 ლარი. ამის გამო მომიკლა დედა. როგორც ვიცი, წარსულში ნასამართთლევია ეს ქალბატონი და საკმაოდ დიდი სანაცნობო ჰყავს, ადრეც მარტივად გამოვიდა ციხიდან და ახლაც რომ გამოუშვან, მეშინია ძმაც არ მომიკლას. ვითხოვთ, უმკაცრესად დაისაჯოს”, – აცხადებს გარდაცვლილის შვილი “Newsportal.ge”-სთან საუბრისას.
შემთხვევის ადგილზე კი რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა ინფორმაციით, ბრალდებული უსინათლოთა საზოგადოების წარმომადგენელი იყო სენაკში. მათვე თქმით, არც ერთი მათგანი შემთხვევის დროს სახლშ არ იმყოფებოდა და მკვლელობის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იციან.
“Newsportal.ge” შსს-საც დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ ბრალებული დაკავებულია და საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.