კომაში მყოფი გიგა ინალიშვილის ოჯახის ინფორმაციით, დამნაშავე ქვეყნიდან გაიქცა

22 ნოემბერს სენაკში დაჭრილი გიგა ინალიშვილის ოჯახი სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. როგორც “Newsportal.ge”-ს ინალიშვილის მეუღლე ქირსტინა ქაჩიბაიას განუცხადა, დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით. მისი ინფორმაციით, დამნაშავე ქვეყნიდან გაქცეულია.

“მეთხუთმეტე დღეა, ვითხოვთ პოლიციისგან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას, თუმცა უშედეგოდ. გვაინტერესებს რა ეტაპზეა გამოძიება და რა ხდება? ჩემი მეუღლის მდგომრეობა დღითიდღე მძიმდება, ის კომაშია”, – აცხადებს ქაჩიბაია.

გიგა ინალიშვილის 6 ტყვია მუცლის არეში, ერთი კი თავის არეში აქვს მოხვედრილი. ის ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში ქუთაისის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი