ბერილნში 10-მდე ადამიანი დაიღუპა

ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, ზოოპარკთან მოწყობილ საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად სულ მცირე, 9 ადამიანი გარდაიცვალა, 50-მდე კი დაშავდა.

ამის შესახებ ბერლინის პოლიციის პრესამსახური „თვითერის“ გვერდზე იუწყება.

ადგილზე მეხანძრეები და პოლიცია მუშაობს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. პოლიცია ვარაუდობს, რომ მომხდარი ფაქტი ტერაქტი იყო. მიმდინარეობს გამოძიება

კომენტარები

დატოვე კომენტარი