ზუგდიდის რაიონის სოფლების ნაწილში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. როგორც “Newsportal.ge”-ს განათლების სამინისტროს ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ განუცხადა, სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზი დიდთოვლობაა.
“პროცესი შეწყდა მხოლოდ იმ მაღალმთიან სოფლებში, სადაც დიდთოვლობის გამო მოსწავლეებმა სკოლებში მისვლა ვერ შეძლეს. ასეთი სულ 10 სოფელია. დირექტორებმა უკვე დაწერეს შესაბამისი ბრძანება და დღევანდელ დღეს მომავალ შაბათს ავანაზღაურებთ. რასც შეეხება ქალაქ ზუგდიდის სკოლებს, არც ერთ მათგანში სწავლის პროცესი არ შეფერხებულა”, – განაცხადა ფარცვანიამ.