ინოვაციების დღეები ზუგდიდში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და საერთაშორისო ორგანიზაცია “ელვა”, USAID-ის პროექტ G4G-სა და USAID ZRDA-ის პროექტის მხარდაჭერით, ზუგდიდში ინოვაციების დღეები ტარდება.

როგორც “Newsportal.ge”-ს საერთაშორისო ორგანიზაცია “ელვა”-დან აცნობეს, ღონისძიება 11 მარტს ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართება, სადაც ინოვაციების სააგენტო, მეწარმეობის სააგენტო, ტურიზმის სააგენტო, საპარტნიორო ფონდი და  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, მეცნიერებს, მეწარმეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქმედ ბიზნესებსა და პოტენციურ სტარტაპებს ინოვაციების განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს ხედვას გააცნობს.  თითოეული სტრუქტურა საკუთარ პროგრამებს, პროექტებსა და სერვისებს წარადგენს.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ტრენინგიც. წარმატებული სტარტაპები და მეწარმეები დამსწრე საზოგადოებას გამოცდილებას გაუზიარებენ.

12 მარტს კი ახალგაზრდული შემოქმედებითი ღონისძიება “მეიქათონი” ჩატარდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი