ზუგდიდში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს

9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

დილიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალ მუნიციპალიტეტებში ხელმძღვაელი პირები თანამშრომლებთან ერთად პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს. მემორიალებთან დილიდან იკრიბებიან მოქალაქეები.

9 აპრილთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ათასობით მოქალაქე დაშავდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი