დღეს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეა

3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება. ეს დღე 1991 წელს ნამიბიაში, ვინდხუკის დეკლარციის საფუძველზე დააწესეს. ორი წლის შემდეგ კი ის გაერომ მსოფლიო პრესის დღედ აქცია.

პრესის დღე აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაწესდა. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მათ დაიწყეს თავისუფლებისთვის ბრძოლა აფრიკის კონტინენტზეც. 1991 წელს მათ იუნესკო-სთან თანამშრომლობით ნამიბიის სემინარზე ცნობილი ვინდხუკის დეკლარაცია მიიღეს, რომლითაც ქვეყნების მთავრობებს მოუწოდეს, პრესის თავისუფლება უზრუნველეყოთ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი