5 აპრილს ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილის არჩილ და პაატა როგავების ოჯახის წევრები დილიდან კვლავ ენგურის ხიდთან შეიკრიბნენ.
მათი განცხადებით ამ დრომდე არ აქვთ ინფირმაცია დაკავებულების ადგილსამყოფელის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუ ამ ინფორმაციას არ მიიღებენ მომდევნო დღეებში, 20 აპრილს ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ და აფხაზეთში გადასვლასაც შეეცდებიან.
“გვითხრეს 21 აპრილს იქნება სასამართლოო, თუმცა ზუსტად არც ეს ვიცით, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, ამიტომ 20 აპრილს დიდ აქციას ვგეგმავთ, რომ იქნებ მაშინ მაინც გაგვაგებინონ რამე, თუ არა და, გადავალთ აფხაზეთში”, – აცხადებს პაატა როგავას და დარეჯან ფარცვანია.