თვითმმართველობის კანონის შესაძლო ცვლილებაზე ზუგდიდში კიდევ ერთი დისკუსია გაიმართა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “ევროპული საქართველოს” დეპუტატები და წევრები ადგილზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აღნიშნეს, მათ აინტერესებთ მესამე სექტორის შეხედულებები საკითხთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი თანხმდებიან, რომ თვითმმართველი ქალქებისთვის სტატუსის ჩამორთმევა დეცენტრალიზაციის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯია და თვითმმართველი ერთეულების დემოკრატიულ განვითარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.
“ევროპულ საქართველოშ” აცხადებენ, რომ მსგავსი შეხვედრები სამოქალაქო სექტორთანაც გაიმართება.