პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე

პროექტის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

პრეზიდენტის თქმით, არის გარკვეული პუნქტები კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში, რომელიც მისთვის მისაღებია, თუმცა მისივე განცხადებით, არის მნიშვნელოვნად პრობლემური პუნქტებიც.

„არის ბევრი პუნქტი, რომელიც მისაღებია ჩემთვის. ყველაზე მეტად ყურადღებას ვამახვილებ იმ ნაწილზე, რომელიც საუბრობს, რომ საქართველო სოციალური სახელმწიფოა. სოციალურ სახელმწიფოს ფუნქციები უკვე განმარტებული იყო მანამდეც, კონსტიტუციის შესავალში ეწერა, რომ სოციალურია, ახლა კი ცალკე მნიშვნელოვან მუხლადაა გაშლილი. რას გულისხმობს სოციალური სახელმწიფო? ერთის მხრივ ვამბობთ, რომ საბაზრო ეკონომიკაში ვცხოვრობთ, ყველა თავისი უნარით უნდა შოულობდეს თავის შემოსავალს, ვამბობთ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და კანონი არის უზენაესი და კანონს ვერავინ გადააბიჯებს, მაგრამ მეორეს მხრივ ვამბობთ, რომ ჩვენ საქართველოოს მოქალაქეებს ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეების ბედი გვადარდებს, იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო, როგორც ჩვენი ნების გამომხატველი, უნდა ზრუნავდეს ყველაზე გაჭირვებულებზე, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაა. ამასთანავე, მოგახსენებთ მთავარ პრობლემებზე, რომელსაც ამ კონსტიტუციის მოდელში ვხედავ. დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო სისტემა, რომელიც ყალიბდება ქვეყანაში, ჩემი აზრით, იქნება პრობლემური მრავალი ოპოზიციური პარტიის გაჩენისა და გაძლიერებისათვის. რა იყო ჩვენი პოლიტიკური მიზანი? მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ევროპული პოლიტიკური კულტურა უნდა დაინერგოს. ეს ნიშნავს, რომ უნდა არსებობენ პოლიტიკური პარტიები, სტაბილური, ძლიერი, ხან ერთია ხელისუფლებაში, ხან მეორე, ხან მესამე, ხან მეოთხე, ხან კრავენ კოალიციებს. ჩვენთან ყოველთვის იყო ორი ბანაკი – ხელისუფლება და გაერთიანებული ოპოზიცია, ხან ერთი მოიგებდა ხოლმე, ხან მეორე, ეს არაა ევროპული პოლიტიკური კულტურა. ევროპული პოლიტიკური კულტურაა, როდესაც არის სამი, ოთხი, რამდენიმე პარტია და მათ შორის რომელიმეს გამარჯვება დრამატულ ცვლილებებს არ იწვევს ქვეყანაში. მახსოვს როგორ ლანძღავდა სააკაშვილი შევარნაძეს, შევარდნაძე წინა ხელისუფლებას, ეს ხელისუფლება დაკავებულია ხშირად იმითი, რომ ძალიან ლანძღავს წინას. უკვე მოგებული წლების ერთმანეთის ლანძღვაში გატარება ევროპული პოლიტიკური კულტურა არაა. ჩვენ უნდა შევუქმნათ ოიპოიზიციურ პოლიტიკურ ბპარტიებს მოგების შანსი, ამ კონსტიტუციით არის ძალიან მაღალი ბარიერი პარლამენტზსი მოსახვედრად, ასევე პრობლემურია, რომ ოპოზიციას ბლოკების შექმნის უფლება არ აქვს. ამის მერე ყველაზე უსამართლო ნაწილი რომელსაც ვხედავ, ისაა, რომ გაუნაწილებელიხმები მიაქვს პირველ ადგილზე გასულ პარტიას. ეს ყველაფერი მთლიანობაში შექმნის ისეთ მდგომარეობას, რომ რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნა გაჭირდება ჩვენს რეალობაში, რაც ისევ გამოიწვევს ხელისუფლების დაპირისპირებას ოპოზიციასთან და ვიქნებით იგივე დაყოფაში საზოგადოების, ერთმანეთტან დაპირისპირებაში, არადა პოლიტიკური პროცესი ერთმანეთტან დაპირისპირების მიზეზი არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, პოლიტიკურად ტრადიციულად, ძალიან აგრესიულად ვუპირისპირდებით ერთმანეთს. ყველაზე კარგად ეს დაპირისპირება სამეგრელოს ახსოვს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს უნდა შეიცვალოს, უნდა მივცეთ ოპოზიციურ ძალებს გაძლიერების უფლება. რაც შეეხება, პრეზიდენტის არჩევის წესს, თუ მართმევ უფლებას, რომ ხალხმა აირჩიოს პრეზიდენტი, უნდა ამიხსნა, რატომ აკეთებ ამას, იმიტომ რომ რეალურად არანაირი პრობლემა ხალხის მიერ პრეზიდენტის არჩევაში არ იმალება… და ბოლოს, პრეზიდენტის სტატუსის შესუსტება, როგორც მთავარსარდლის, ჩემთვის განსაკუთრებით პრობლემურია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყნის შვილები და მე ვიცი, რომ კონფლიქტი არის საქართველოსა და ერთ-ერთ ძლიერ ბირთვულ სახელმწიფოს – რუსეთს შორის, ამ კონფლიქტის ფონზე მთავარსარდლის უფლებების გაქრობა ცოტა არაადექვატურად მიმაჩნია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი