ექსპო-ჯორჯიამ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რიგით მეექვსე კონფერენცია-გამოფენას უმასპინძლა.
კონფერენციის მსვლელობისას, სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს N2 საჯარო სკოლის პედაგოგს ლანა ხოფერიას გადაეცა. რეგიონის წლის წარმატებული პედაგოგი ჯილდო თეკლათის საჯარო სკოლის პედაგოგმა მაკა ფაცია მიიღო, ხოლო რეგიონის წლის კლუბის მეურვის ჯილდო, ჭაქვინჯის საჯარო სკოლის პედაგოგს ლუიზა ძიმისტარაშვილს გადაეცა. სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთის სპეციალური სიგელი ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ქეთევან კიტიას გადაეცა, ხოლო ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე მაგდალინა თოდუა.
კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისი ესწრებოდნენ.
კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). სამეგრელო ზემო-სვანეთში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია „ათინათი“.