ლინას ლინკევიჩუსი: “რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება”

საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი დღეს სამეგრელოს ეწვია. უცხოელი დიპლომატი აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე არსებულ ვითარებასხურჩასა და ენგურის ხიდზე გაეცნო. მინისტრის თქმით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობელი ქვეყნის ანექსია უპასუხოდ არ დარჩება და ამას სათანადო შედეგები მოჰყვება.

“დასანანია, ის რეალობა, რომელსაც ვხედავთ, რომ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება არ აქვთ, დასანანია ასევე ის საერთაშორისო დანაშაული, რომელიც სახეზეა, რაც გამოიხატება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსიაში, საზოგადოების შუაზე გახლეჩაში, რაც ადამიანებს ნორმალური ცხოვრების ქონაში უქმნის პრობლემებს და ეს ჩემი შეფასებით ძალიან დასანანი და სამწუხაროა. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობლის ტერიტორიების მითვისება არ დარჩება შედეგების გარეშე, ამ ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება და არ არის საუბარი მხოლოდ საქართველოზე, საუბარია ყირიმსა და სხვა რეგიონებზე. ეს არის საერთაშორისო დანაშაული, რომელიც, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს სიტუაცია არ შეიძლება ასე გაგრძელდეს და ამას სათანადო შედეგები მოჰყვება. საერთშორისო ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ არის არაღიარების პოლიტიკა, რომელიც უნდა გაგრძელდეს ფინანსური, პოლიტიკური და სხვადასხვა ასპექტებით, ეს პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული და უნდა გაგრძელდეს მომავალშიც, სანამ სიტუაცია მოგვარდება”, – განაცხადა უცხოელმა მინისტრმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი