გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა წალენჯიხის, ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში უკანონო თევზჭერის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ამოღებულია 3 ცალი ე.წ. ეკრანბადე და 2 ცალი, დაახლოებით, 50 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.
შედგა შესაბამისი აქტები. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.