ანაკლია-განმუზურში დაგეგმილ ფესტივალებთან დაკავშირებით თათბირი გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილესთან დავით კოდუასთან ერთად, ქალაქ ზუგდიდის მერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზედამხედველობის და ადმინისტრაციის სამსახურების უფროსებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით არსებული საკითხები განიხილეს.

,,უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება, რათა ბიზნეს ფესტივალ “ანაკლიობაზე” და “GEM-fest”-ზე ხარვეზები არ გვქონდეს. ეს ეხება, როგორც დასუფთავებას ასევე გზების უსაფრთხოებას. ყველა ტურისტული მარშუტის დასუფთავება 24 საათიან რეჟიმში უნდა მოხდეს, ასევე შტორმის შემდეგ მთლიანად დასასუფთავებელია სანაპირო ზოლი. ზედამხედველობის სამსახურებმა უნდა გაამკაცრონ კონტროლი გზებზე, რათა თავიდან ავიცილოთ ავტოსაგზაო შემთხვევები, ეს ეხება პირუტყვს, რომელიც გზებზე შეფერხებებს ქმნიან. გააფრთხილეთ ადგილობრივები და გაატარეთ შესაბამისი სამუშაოები” განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კი განაცხადა, რომ საფესტივალო სეზონზე დასუფთავების სამსახურში ხელშეკრულებით დამატებით თანამშრომლების აყვანა მოხდება. ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებაზე კი სისტემატურ რეჯიმში, სპეცტექნიკა იმუშავებს.

კვირას, 9 ივლისს ანაკლიაში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საჯარო მოხელეები მიიღებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი