მომდევნო სამი დღის განმავლობაში ელექტრომომარაგებაზე გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს

მომდევნო სამი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  5 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 09:00-დან 18:00 საათამდე 11 აბონენტს მესტიის რაიონის სოფლებში იდლიანი, ხუდონი და ხაიში; 17:00-დან 20:00 საათამდე 147 აბონენტს  მარტვილის რაიონის სოფლებში სერგიეთი და აბედათი.

იდლიანში, ხუდონში და ხაიშში შეზღუდვები 6 აგვისტოსაც გავრცელდება 09:00-დან 18:00 საათამდე .

7 აგვისტოს  კი ელექტროენერგიის მიწოდება  08:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება წალენჯიხის რაიონის სოფელ  ჭალეს 383 აბონენტს, 10:30-დან 18:00 საათამდე   –  844აბონენტს  ქ.წალენჯიხაში უბილავას, სალიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ ჯგალში და გ.სალიას ჩ/ფაბრიკას.

იმავე დღეს შეზღუდვა გავრცელდება სენაკში, კერძოდ: 10:00-დან 18:30 საათამდე  450 აბონენტზე სენაკის სოფლებში მენჯი, ეკი, სახარბედიო, 11:00 -დან 18:30 საათამდე დაახლოებით, 1631 აბონენტზე სოფლებში ძველი სენაკი, კოტიანეთი, ნოქალაქევი,სორტა და შხეფის ნაწილი.

ხობში კი 06:00-დან 08:00 საათამდე  ელექტრომომარაგება შუწყდება დაახლოებით, 4174 აბონენტს ქ.ხობში სტალინის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში: ნოჯიხევი, პირველი მაისი, ზემო ქვალონი და მიმდებარე სოფლები; 12:00-დან 14:00 საათამდე 1221 აბონენტს ქ.ხობში დადიანის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ გურიფულში; 12:00-დან 18:30 საათამდე 91 აბონენტს ქ.ხობში ბაღაშვილის, დადიანის და მიმდებარე ქუჩის ნაწილში.

7 აგვისტოს შეზღუდვები გავრცელდება მარტვილშიც – 11:30-დან 18:30 საათამდე 170 აბონენტზე სოფლებში: ნოღა და კიწია; მესტიაში – 09:00-დან 18:00 საათამდე 11 აბონენტზე სოფლებში:  იდლიანი, ხუდონი, ხაიში; ფოთში 10:00-დან 18:00 საათამდე 902 აბონენტზე ჭავჭავაძის, ფალიაშვილის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომრაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი