სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას ხვალ, 16 აგვისტოს ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  16 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება შემდეგ რაიონებსა და ქალაქებში მცხოვრებ მომხმარებელს:

ზუგდიდი – 10:00-დან 18:30 საათამდე დაახლოებით, 3944 აბონენტს სოფლებში: ანაკლია, თარგამული, კორცხელი, კოლხიდა, რუხი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 15:00 საათამდე 2961 აბონენტს სოფლებში: დარჩელი, ორული, დიდინეძი და მიმდებარე სოფლებში.

მესტია – 09:00-დან 12:00 საათამდე 149 აბონენტს სოფლებში: ხაიში, ზარდლაში, იდლიანი და მიმდებარე სოფლებში.

მარტვილი -11:30-დან 18:30 საათამდე 1282 აბონენტს სოფლებში: ჭყონი, ტალერი, კურზუ.

სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი