ღვთისმშობლის წმინდა კვართის ერთი დღით ხობის მონასტერში დაბრძანების თაობაზე გადაწყვეტილებას მარიამობის დღესასწაულამდე პატრიარქი მიიღებს. ამის შესახებ ზუგდიდის მრევლთან შეხვედრის შემდეგ სასულიერო პირებმა განაცხადეს.
„სინოდის სხდომაზე შემოსული იყო წერილი ფოთის და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლის, რომ ერთი დღით ხობის მონასტერში გადაბრძანებული ყოფილიყო კვართი, აქედან გამომდინარე, სინოდმა დამავალა, შემესწავლა ეს საკითხი. გადაწყვეტილების მიღებისთვის არ ჩამოვსულვარ, მე უბრალოდ გავიგე მეუფის, მრევლის აზრი, ვაგროვებ ამ მასალებს, გავუკთებ რეზიუმეს და მოვახსენებ მის უწმინდესობას“, – განაცხადა საპატრიარქოს სიწმინდეთა შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა მეუფე ვახტანგმა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე კი დარწმუნებულია, რომ პატრიარქი მრევლის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას.
წმინდა კვართი ამჟამად ზუგდიდის დადიანების სასახლის საცავშია დავანებული.