ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსმა ოკუპანტებმა, მიმდინარე წლის აპრილში ჩარჭობილ ბოძებზე მავთულხლართები გააბეს.
ხურჩის გამგებლის ინფორმაციით, ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.
„გუშინ გავიგეთ, რომ ბოძები სადაც იყო დაცობილი, აი იმ ბოძებზე გაუბიათ მავთულხლარტები. დაახლოებით, 2 ჰექტარ მიწაზეა საუბარი, რომელსაც ადგილობრივები წლების განმავლობაში ამუშავებდნენ. ფაქტიურად ბორდერიზაციის პროცესი დაასრულეს“, – განაცხადა ბადრი ხუნჯგურუამ.