სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას ხვალ, 18 აგვისტოს ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  18 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება შემდეგ რაიონებსა და ქალაქებში მცხოვრებ მომხმარებელს:

წალენჯიხა – 10:00 დან 18:00 საათამდე 1230 აბონენტს სოფლებში ობუჯი, ნაკიფუ, ნაცატუ და ქ.წალენჯიხის 26 მაისის და მიმდებარე ქუჩების ნაწილში; 10:00დან 16:00 საათამდე 196 აბონენტს სოფელ საჩინოს ნაწილში. 11:00დან 14:00 საათამდე 234 აბონენტს ქ.წალენჯიხის სალიას, გრანელი, ლევან II დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

ზუგდიდი – 07:00დან 10:00 საათამდე  1463 აბონენტს ქ.ზუგდიდში კრილოვის, ერისთავის, გრიბოედოვის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ინგირი და ჭითაწყარის ნაწილში; 10:50 დან 18:30 საათამდე 322 აბონენტს სოფელ თარგამულში. 12:00 დან 18:30 საათამდე 930 აბონენტს სოფლებში ანაკლია, განმუხური და დარჩელის ნაწილში. 15:00 დან 18:30 საათამდე 441 აბონენტს ქ.ზუგდიდში ჭავჭავაძის, ჩიქოვანისა და მიმდებარე ქუჩებზე.11:40 დან 18:30 საათამდე 242 აბონენტს სოფელ დარჩელში.

მარტვილი –  11:00დან 18:30 საათამდე 1282 აბონენტს სოფლებში ჭყონი, ტალერი, კურზუში.

სენაკი – 13:30 საათიდან 18:30 საათამდე 208 აბონენტს სოფლებში ნოსირიы ნაწილს და ქვემო ფოცხოს ნაწილს.

სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი