ამირან ლაგვილავა: „ნაცმოძრაობის” წევრი არასდროს ვყოფილვარ“

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატის თვითმართველობის შუალედურ არჩევნებში ამირან ლაგვილავას მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ყოფილა.

მისი თქმით, პარტიაში არასდროს გაწევრიანებულა, თუმცა მხარდამჭერი იყო.

„მხარდამჭერი ვიყავი, ღირსების ორდენიც იმიტომ მომცეს, რომ 8 წელი ვემსახურე იმ მთავრობას, მაგრამ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ხელი არ მომიწერია მსგავს არაფერზე“, – აცხადებს ლაგვილავა.

შეგახსენებთ, რომ „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას ინფორმაციით, ამირან ლაგვილავა დღემდე „ნაციონალური მოძრაობის წევრია. ოპოზიციური პარტიაში აღიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ მას პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადება არ დაუწერია.

ამირან ლაგვილავა კანდიდატად სოფელ კორცხელში რამდენიმე დღის წინ კახი კალაძემ წარადგინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი