სამ წლამდე ბავშვი, რომელიც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოტხე სართულიდან გადმოვარდა, ქუთაისის ინტერვენციული კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. გაბრიელ ლუკავას თავის ტვინის დახურული ტრავმა, ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობა და გულ-მკერდის ტრავმა აქვს მიღებული.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.