30-31 აგვისტოს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 181 აბონენტს წალენჯიხის რაიონის სოფლებში: ჯგალი, ლესალე და ლეკეკულე;

11:30-დან 17:00 საათამდე 700 აბონენტს სენაკის რაიონის სოფლებში: ნოსირი, სასიმონიო, საბესელიო, გეჯეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:30 საათამდე 450 აბონენტს სენაკის რაიონის სოფლებში: მენჯი, ეკი, საწულეისკირიო, ხორში და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 18:30 საათამდე 604 აბონენტს მარტვილის რაიონის სოფლებში: გაჭედილი, სალხინო, ხუნწი, ნაგვაზაო და მიმდებარე სოფლებში;

12:50-დან 18:30 საათამდე 1699 აბონენტს ზუგდიდის რაიონის სოფლებში: რუხი, რიყე, ტყაია, ჩხორია და მიმდებარე სოფლებში;

31 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე 695 აბონენტს აბაშის რაიონის სოფლებში ნაესაკოვო, ტყვირი, მარანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი