ხვალ და ზეგ სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს 15:20-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 606 აბონენტს ქ. ზუგდიდის ნაწილში კედიას და რუსთაველის ქუჩებზე, აგრეთვე წყალსადენის ტერიტორიაზე, სოფლებში შამგონა და რუხი; 11:00-დან 18:30 საათამდე 114 აბონენტს ზუგდიდში აღმაშენებლის, როგავას, ბენდელიანის და მიმდებარე ქუჩებზე;

16:30-დან 18:30 საათამდე 80 აბონენტს წალენჯიხაში ლენინის, უბილავას, შანავას და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფელ ლიაში;

1 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე 448 აბონენტს აბაშაში ცანავას, ქუჩიშვილის, აკაკის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:30 საათამდე 415 აბონენტს ზუგდიდის რაიონის სოფლებში ცაიში, ოქტომბერი, საქარჩო და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 13:30 საათამდე 637 აბონენტს ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში ახუთი, ქვედა ჩხოროწყუ, კიწია და მიმდებარე სოფლებში;

13:30-დან 18:30 საათამდე 329 აბონენტს სალხინოში, 14:30-დან 15:30 საათამდე 212 აბონენტს ჩხოროწყუს ნაწილში და ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში ნაკიანი, გარახა და მიმდებარე სოფლებში;

16:40-დან 17:40 საათამდე ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში გარახა, ქვედა ჩხოროწყუ;

09:30-დან 18:30 საათამდე 2606 აბონენტს ზუგდიდის რაიონის სოფლებში ჭითაწყარო, ოქტომბერი, რუხი, რიყე, ანაკლია, მიმდებარე სოფლებში და ქ. ზუგდიდის ნაწილში;

10:00-დან 18:00 საათამდე 50 აბონენტს წალენჯიხის რაიონის სოფლებში ჯგალი, ლესალე, ლეკეკულე;

10:00-დან 18:30 საათამდე 223 აბონენტს ზუგდიდის რაიონის სოფლებში ჭაქვინჯი, ყულიშკარი, ჯიხაშკარი;

10:00-დან 17:00 საათამდე 125 აბონენტს წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი