ძლიერი წვიმის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში “კაერის” ღელე ადიდდა, რამაც საფრთხე შეუქმნა საგზაო ინფრასტრუქტურას. ადიდებულმა ღელემ საგზაო მოძრაობა შეაფერხა.
მესტიის გამგეობის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მესტიის გამგებელი შესაბამისის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
მათივე ცნობით, დროული რეაგირების შედეგად საგზაო მოძრაობის აღდგენა მალევე გახდა შესაძლებელი.