“ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდის სოფლებში ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის აღწერას გეგმავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის აღწერას იწყებენ. ამის შესახებ ენმ-ს წევრებმა  ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე  ისაუბრეს. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის განცახდებით, მთავრობამ მოსახლეობას ზარალი არჩევნებამდე უნდა აუნაზღაუროს.

„ მივესალმებით გუშინ უმრავლესობის დეპუტატების ედიშერ თოლორაიას მიერ კომიტეტის სხდომაზე გააკეთებულ განცახდებას, თუმცა ეს იყო დაგვიანებული და ნაძალადევი, რადგან მათ ამის თქმა მოსახლეობის აქტიურობამ აიძულა. ვთვლით, რომ ამ განცხადებებს უნდა მოყვეს ქმედითი ნაბიჯები. ამისთვის მათვრობას ერთ კვირას ვაძლევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაანონსებული კარვების აქციები დაიწყება. მოსახლეობას ზარალი არჩევნებამდე უნდა აუნაზღაურდეს“, – აღნიშნა ბრიფინგზე ანი წითლიძემ.

“ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს  როგორც სოფლებში, ასევე  ქალაქის ხუთივე უბანში საგანგებო შტაბი შექმნას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უხელმძღვანელებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი