21 სექტემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

„ენერგო პრო ჯორჯია“ სამეგრელოს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 21 სექტემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი   – 10:00-18:30 საათამდე 884 აბონენტს ქ.ზუგდიდში აღმაშნებლის ქუჩაზე, ასევე სოფლებში  ცაცხვი, ცაიში, კახათი , ნაწილში და მიმდებარე სოფლებში.

ხობში 11:00-14:00 საათამდე სოფელ ხამისკურში, 897 აბონენტს ეტაპობრივად, ქ.ზუგდიდში სოხუმის, სააკაძის, ბორჯომის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე.  14:00-18:00 საათამდე 1700 აბონენტს ეტაპობრივად,  სოფლებში რუხი, რიყე, ნაწულუკუ  ტყაიაში.

ფოთი – 11:30-14:10 საათამდე 2914 აბონენტს ეტაპობრივად,  ქ.ფოთში ზ.გამსახურდიას, ჭყონდიდელის, ბარათაშვილის, ლერმონტოვის,  მალთაყვის დასახლება, გურიის ჩიხი  და მიმდებარე ქუჩებზე.

ხობი – 11:30-14:00 საათამდე 871 აბონენტს სოფლებში  ძველი და ახალი ხიბულა,  საჯიჯაო, ზუმი.

წალენჯიხა -12:00-18:00 საათამდე 480 აბონენტს სოფელ ჩქვალერში, საჩინო და დაბა ჯვარში.

სენაკი – 06:30-08:00 საათამდე 688 აბონენტს სოფლებში გეჯეთი, ნოსირი.

მარტვილი – 12:00-18:30 საათამდე 128 აბონენტს სოფლებში დოშაყე და დ/ჭყონში. 12:00-18:00 საათამდე 178 აბონენტს სოფლებში ქვაითი და ინჩხურში.

აბაშა –  06:30-08:00 საათამდე 9018 აბონენტს  აბაშის რაიონში მთლიანად (გარდა ქ/ს დაფნარიდან ფიდერი I მაისისა). 11:00-18:00 საათამდე 113 აბონენტს ქ.აბაშაში დ.კაჭარავას ქ. I და II შესახვევი, აკაკის IV შესახვევი , ნოღოხაში და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი