ზუგდიდის მერობის კანდიდატი მედიკოსებს: “შეიქმნება ექიმთა საბჭო, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს მერიასთან”

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია მედპერსონალს შეხვდა. მერობის კანდიდატმა ექიმებს საარჩევნო პროგრამა და ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო. ლაშა გოგიამ ძირითადი ყურადღება ჯანდაცვის და სოციალურ პოლიტიკას მიაპყრო.

,,განსაკუთრებულად ვღელავ თქვენთან შეხვედრის დროს, რადგან მეც ექიმების ოჯახიდან მოვდივარ და თქვენთან გაზრდილი ვარ“ – აღნიშნა შეხვედრის დასაწყისში მერობის კანდიდატმა.

მერობის კანდიდატი ექიმებს შეპირდა, რომ კომბინატის დასახლებაში არსებულ საავადმყოფოს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ლაშა გოგიამ მედიკოსებს ასევე აცნობა, რომ შეიქმნება ექიმთა საბჭო, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ჯანდაცვის და სოციალური კუთხით და აღნიშნულ საკითხებს მერიას მიაწვდის.

„გასული 5 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლების პრიორიტეტი იყო ჯანდაცვის სფეროს მოწესრიგება, რომელშიც ძალიან მძიმე ვითარება იყო. ჯანდაცვის პოლიტიკით მნიშვნელოვნად შეიცვალა რეალობა – სახელმწიფომ გაიღო შესაბამისი ხარჯები თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლის გადასარჩენად.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საქრთველოში 4 068 612 შემთხვევა დაფინანსდა, ამ პროგრამის მეშვეობით გადარჩა ათი ათასობით ადამიანის სოცოცხლე, ოთხჯერ შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წელს იყო 347 405 000 ლარი, 2017 წელს კი გახდა 894 მლნ ლარი, ანუ გაიზრდა 2,6-ჯერ;

ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან დღემდე მთავრობასთან თანადაფინასებით სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობა გაეწია 10 870 მოქალაქეს. რისთვისაც 2014 წლიდან დღემდე 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ჩვენამდე ამ ქირურგიული ოპერაციებისთვის მოსახლეობა სახლებს ყიდდა, იპოთეკით ტვირთავდა და ხშირ შემთხვევაში კარგავდა კიდეც – დღეს ეს მომასახურეობა უფასოა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დღემდე დაფინანსდა 3300 -მდე პირი. ჩვენ ამ ადამიანებს დავამარცხებინეთ უმძიმესი ავადმყოფობა და ვაჩუქეთ ჯანმრთელობა. C ჰეპატიტის მკურნალობა ათი ათასობით ლარი ღირს და ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას ეს საკუთარი სახსრებით არ შეეძლო. დღეს ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ჩვენი მოქალაქე სრულიად განკურნებულია, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ ეს დიაგნოზი განაჩენი იყო, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება – წარმოუდგენელი”, – აღნიშნა შეხვედრაზე მერბის კანდიდატმა.

2014 წლიდან დღემდე ზუგდიდში ძვირადღირებული წამლების დაფინანსების პროგრამით 5 ათასზე მეტმა მოქალქემ ისარგელა. მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს დაფინანსება გაზრდილია თითქმის 10 000 ლარით, რაც აისახება გაზრდილ კვების რაციონსა და ხარისხზე.

„ჩვენ რუხში ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტს ეს არის ულტრათანამედროვე, საუნივერსიტეტო კლინიკის მსენებლობა. კლინიკის და მისი დამხმარე ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. ეს იქნება კლინიკა, რომელიც მთლიან რეგიონს მოემსახურება, აქ მკურნალობას შეძლებენ ჩვენი აფხაზი დები და ძმები. ამ კლინიკის მხოლოდ სამშენებლო სამუშეობისთვის 41 მილიონი ლარი იხარჯება. კლინიკა აღიჭურვება თანამედრობვე აპარტურით. შეიქმნება ასობით სამუშაო ადგილი, ექიმების გადამზადება მოხდება საზღვარგარეთ ცნობილ კლინკიკებში. თქვენ გექნებათ კომფორტულ გარემოში მუშაობის საშუალება და მოგიხდებათ ძალიან ბევრი სიცოხლის გადარჩენა. კლინიკა მომავალ წელს გაიხსნება. ამ კლინიკის მშენებლობის პირობა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მისცა ზუგდიდელებს, წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ეს უკვე რეალობაა”, – განაცხადა ლაშა გოგიამ ექიმებთან შეხვედრაზე.

მერობის კანდიდატი აქტიურ საარჩევნო კამპანის განაგრძობს, ის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდება. პარარელურად კანდიდატი სხვადასხვა უბნებზე შეხვედრას და კარდაკარს აგრძელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი