გოჩა ქაჯაია – ჩვენი მიზანია, ყველა სოფელს კეთილმოწყობილი გზა და საბავშვო ბაღი ჰქონდეს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატი გოჩა ქაჯაია და პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია შავღელეს, ახალსოფლისა და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნეს.

„სოფელ შავღელეში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა – აშენდა საბავშვო ბაღი და ამბულატორია, მაგრამ სოფლისთვის მთავარ პრობლემად ცენტრალურ მაგისტრალამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია რჩება. დეპუტატ ირაკლი ბერაიასთან ერთად, არ დავიშურებ დროსა და ენერგიას, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. ჩვენი უპირველესი მიზანია, ყველა სოფელს კეთილმოწყობილი გზა და საბავშვო ბაღი ჰქონდეს“, – აღნიშნა გოჩა ქაჯაიამ.

 

 

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი