პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია საშანაოსა და სასარიოს უბნის მცხოვრებლებს შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი კვარაცხელია წარუდგინა.
ბესიკ ფარცვანიამ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები შეაჯამა და საშანაოსა და სასარიოს უბანში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მომავალი ოთხი განმავლობაში, საშანაოს ტერიტორიაზე ცენტრალური საავტომობილო გზის წალენჯიხა-ჯვარის მონაკვეთის რეაბილიტაცია გაგრძელდება და სასმელი წყლის სისტემა გაიმართება.
სასარიოს უბნის მოსახლეობამ კი, მერობის კანდიდატთან მთავარ პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია და გარე განათების საკითხი დაასახელა.
შეხვერდას ასევე, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა და წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია ესწრებოდა.