აფეთქება საქართველო-დაღესტნის საზღვარზე – გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ორი მესაზღვრე

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა და ორი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით,  აფეთქება ქართულ საგუშაგოზე  მოხდა. აფეთქების მიზეზი გაზის ბალონი სახელდება.
როგორც ”newsportal.ge”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა და აფეთქების შედეგად ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულები, თბილისში, დამწვრობის ცენტრში არიან გადმოყვანილი.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი