საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” მეკარე, 31 წლის შოთა მამინაშვილი გარდაიცავალა. მიმინაშვილმა ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურში “ვიტ ჯორჯიასთან” დაგეგმილი მატჩის წინ გასახურებელ ვარჯიშზე გონება დაკარგა.
ექიმების მცდელობის მიუხედავად ქართველი ფეხბურთელის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის გამო გადაიდო დაგეგმილი მატჩიც.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ზუგიდის” ფანკლუბი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწივია ფატალური შედეგი, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
შოთა მამინაშვილს კარიერის უმეტესი ნაწილი ბათუმის “დინამოში” აქვს გატარებული და “ზუგდიდს” მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, სხვადასხვა დროს თამაშობდა “მაჭახელასა” და ქობულეთის “შუქურას” შემადგენლობაშიც.