ლევან შონიას მილოცვა პედაგოგებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული –  გუბერანტორი, ლევან შონია პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

“მასწავლებლებო გილოცავთ პროფესიულ დღეს! მინდა თქვენს მიმართ კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს რეგიონში მოღვაწე მასწავლებლებს. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა და ამ პროფესიას  მხარდაჭერა და გაფრთხილება სჭირდება.

დღეს, სახელმწიფო  პედაგოგების გვერდითა, რადგან ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ პედაგოგის როლი განუზომლად დიდია ქვეყნის განვითარებისთვის.

ღვაწლმოსილ პედაგოგებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელი და  გმირობის ტოლფასია, რადგან თქვენ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, წლების განმავლობაში დაუღალავად ემსახურეთ ჩვენს ქვეყანას და მას ღირსეული თაობები აღუზარდეთ.

ძვირფასო პედაგოგებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს!”, – ნათქვამია მილოცვაში.

მასწავლებლების მსოფლიო დღე ყოველწლიურად 5 ოქტომბერს აღინიშნება. ეს თარიღი პედაგოგების დღედ იუნესკომ 1994 წელს გამოაცხადა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი