იტალიის ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოში, საქველმოქმედო მატჩში მიიღეს მონაწილეობა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოს ესტუმრებიან და ვლადიმერ პუტინის 65-ე დაბადების დღეზე, ამხანაგურ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“თამაშში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ახმატ არენაზე გაიმართება, რუსული და იტალიური ფეხბურთის ლეგენდები ჩამოვლენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჩეჩნეთის გუნდს პრეზიდენტი რამზან კადიროვი ჩაუდგება სათავეში. მასთან ერთად გუნდში რუსი ფეხბურთელები ალექსანდრ კერჟაკოვი და ვალერი კარპინი იქნებიან. ამხნაგური მატჩი 7 სექტემბერს არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, ბორჯომის გადამწვარი ტყის აღსადგენად, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქველმოქმედო მატჩი – მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის გაიმართა.
მატჩში ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავებმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, ყოფილიმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ მიიღეს მონაწილეობა.