პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ნაბადის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მალხაზ ფოჩხუასთან ერთად, ჯიქიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვებსა და შემუშავებულ პროგრამაზე ისაუბრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ფოთში 2012 წლის შემდეგ, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ყველა მათგანი მოსახლეობის ინტერესებსა და კეთილდღეობაზე იყო გათვლილი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანი ძალებით, პირველივე დღიდან შეუდგება ფოთში ჯერ კიდევ არსებული პრობლემების დაძლევას“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
მისივე თქმით, ყველა ადგილობრივი მცხოვრები ქალაქის წინსვლაში საკუთარ წვლილს შეიტანს.
„თქვენთან ერთად ჩვენ შევქმნით ძლიერ ფოთს, ძლიერი საქართველოსთვის“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.