ლაშა გოგია ალერტკარის და წერეთლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ალერტკარის ამომრჩეველებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა ესებუა წარუდგინა. ლაშა გოგიამ შეხვედრაზე განხორციელებულ პროექტებზე და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.
„ალერტკარშიგზის რეაბილიტაციის ორი ეტაპი განვახორციელეთ, რომელზეც 800 000 ლარამდე დაიხარჯა. გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპს კი მომავალ წელს განვახორციელებთ, რის შემდეგაც სოფელს მთლიანად ახალი გზა ექნება“-განაცხადა. ლაშა გოგიამ

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა სამომავლო გეგმზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მოეწყობა გარე განათება, სანიაღვრე არხები და აშენდება საბავშო ბაღი.

ზუგდიდის მერობის კანდიდიატი ლაშა გოგიამ ასევე წერეთლის ქუჩაზე, ამომრჩეველებთან გამართა შეხვედრა და მათ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით გახარია წარუდგინა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს ზუგდიდის განვითარების ოთხწლიანი გეგმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი