ლაშა გოგია მხარდამჭერებს მადლობას უხდის

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ლაშა გოგია, მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს და ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

“მადლობა ნდობისთვის! მადლობა თითოეულ ამომრჩეველს ვინც უბანზე მოვიდა და მხარდაჭერა გამომიცხადა, მადლობა მათაც ვინც ხმა სხვას მისცა, მე დღეიდან ყველას მერი ვარ! მე ვიქნები მერი, რომელიც თქვენი პრობლემების მოგვარებაზე, თქვენს უკეთეს მომავალზე იზრუნებს. ჩვენ ერთად ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდის!

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა მოსაგვარებელი, ბევრ საჭიროებებს უნდა გავცეთ პასუხი, ამისთვის კი პირველ რიგში თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა გვჭირდება.

ჩვენ წინ გველოდება დატვირთული 4 წელი! მუშაობა არ იქნება ადვილი, მაგრამ თქვენთან ერთად შევძლებთ ზუგდიდი იყოს უკეთესი ქალაქი, სადაც ცხოვრება ყველას გაგვიხარდება.

მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, იმ ნდობისა და შესაძლებლობისთვის რაც მათ მომცეს!

ეს წინასაარჩევნო კამპანია არ იყო ადვილი, მაგრამ ჩვენ შევძელით კამპანია ყოფილიყო ყველაზდე მშვიდი, თავისუფალი და კონკურენტული. ჩვენს ზუგდიდში გვქონდა ყველაზე მასშტაბური, ყველაზე ორგანიზებული და დასამახსოვრებელი საარჩევნო კამპანია. მადლობა ამისთვის თითოეულ კოორდინატორს, აგიტატორს, ზონის უფროსს, შტაბის ხელმძღანელობას, თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი მუშაობისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ქართული ოცნების” ზუგდიდის ცენტრალური შტაბის წინ პარტიის წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.

დღეს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი