სამეგრელოში ყველაზე დიდი მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” ზუგდიდში აქვს

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე დიდი მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” ზუგდიდში აქვს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით მმართველ პარტიას, პროპორციულ ბლანკებზე ყველაზე მეტი ნდობა ზუგდიდში გამოუცხადეს.
ზუგდიდში “ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა – 56,99%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზეა ჩხოროწყუ 53,65%-ით, მესამე ადგილზე წალენჯიხა – 52,89%, რომელსაც ხობი მცირედი ჩამორჩება, ხობში მართველ გუნდს კენჭისყრაზე მისული ამომრჩევლის – 52,61% ენდო. მეხუთე ადგილზე მოდის ფოთი 51,48%-ით, ფოთს აბაშა – 51,35% და სენაკი – 51,07% მცირედი სხვაობებით ჩამორჩებიან, მერვე ადგილზე კი მარტვილია, სადაც ამომრჩევლის 40,09%-მა ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი