უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია შესაძლებელია

უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია შესაძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საიმიგრაციო სამსახურში ადასტურებენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საკუთარი სამართლებრივი სტატუსის დარეგულირების საკითხის იგნორირებას ახდენს.

„ვადასტურებთ, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების განხორციელება შეუძლიათ. კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ საფუძველი, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიიდან გაძევების პროცედურები განახორციელონ“, – ნათქვამია საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი