ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიას ინფორმაციით, 5 ნოემბრიდან 2 კვირის განმავლობაში ჯავრიშივილის გალერეა “ქართველ მოდელიანად“ წოდებული მხატვრის სიმონიკა (პიტერ) დადიანის უნიკალურ ნამუშევრებს უმასპინძლებს.
როგორც კალანდიამ “Newsportal.ge“-ს განუცხადა, ნამუშევრები საფრანგეთიდან დღეს ჩამოვიდა.
“ხვალ გადავიტანთ სასახლიდან, რესტავრატორებმა დღეს გახსნეს, დაათვალიერეს, არაფერი არაა დაზიანებული. 5 ნოემბრიდან გაიხსნება გამოფენა, ორი კვირის შემდეგ კი დაბრუნდება ხელოვნების სასახლეში და რამენიმე ნამუშევარი მუდმიც ექსპოზიციაში განთავსდება“, – განმარტა კალანდიამ.
ცნობისთვის, სიმონიკა დადიანის ნამუშევრების საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც წარმატებით დასრულდა, 1 თვის წინ პარიზში შედგა.