უკრაინულ მხარეს საერთაშორისო ძებნაში მყოფ მეგის ქარდავას ექსტრადიციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო, ძებნილი პირის დაკავებიდან 40 დღეში ამოწმებს, მიღებულია თუ არა ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნიდან შესაბამისი საექსტრადიციო დოკუმენტაცია.
„რადგან ჩვენმა უწყებამ აღნიშნული მასალები უკვე მიაწოდა უკრაინულ მხარეს, ადგილობრივი სასამართლო სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტს ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების საკითხს“, – აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ მეგის ქარდავა უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას სასამართლომ 40 დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ქარდავა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას ქართული საგამოძიებო ორგანო არაერთი დანაშაულის ჩადენას ედავება, რომელთაგან ნაწილზე სასამართლოს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს