ცაიშში მაჟორიტარი-დეპუტატის შუალედური არჩევნები ჩატარდება

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ზუგდიდის რაიონის გამგებლის მოადგილის თამაზ ჟორჟოლიანის გარდაცვალების გამო, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, სადაც ჟორჟოლიანმა მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა, მაჟორიტარი-დეპუტატის შუალედური არჩევნები გაიმართება.

ზუგდიდის N67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განმარტებით, არჩევნები სავარაუდოდ, მომავალი წლის მაისში ჩატარდება, მანამდე კი საკრებულო 49 მანდატიანი წარმომადგენლობით იმუშავებს.

ცნობისთვის, თამაზ ჟორჟოლიანი მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი