ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ მარტვილში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს

“დარწმუნებული ვარ ალექსანდრე გრიგალავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ მარტვილში შეხვედრისას ამომრჩევლებს.

ირაკლი კობახიძემ ადგილობრივებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ალექსანდრე გრიგალავას გამგებლობის პერიოდში, მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.

“მარტვილელებთან,  გვქონდა დღეს შეხვდრა,  მინდა  წარმატება ვუსუვო მერობის კანდიდატს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მისი გამგებლობის პერიოდში და დარწმუნებული ვარ ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს 12 ნოემბერს”. – განაცხადა კობახიძემ.

შეკრებილ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა ასევე კახა კალაძემ და მამუკა მდინარაძემ. მათ ამომრჩევლებს მოუწოდეს მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში.

დღეს, მარტვილში,  შეხვედრა გაიმართა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანი, კახა კალაძემ, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მერობის კანდიდატთან, ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად ამომრჩევლებს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მარტვილში, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%+ ბარიერი, რის გამოც, საჭირო გახდა  არჩევნების მეორე ტურის გამართვა. აღცევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი