სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის ნაწილს 15 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. “ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ელექტრომომარაგების მიწოდება შეეზღუდება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 2214 აბონენტს სოფლებში კახათი, ორსანტია, რუხი, რიყე და მიმდებარე სოფლებში. 11:00-18:30 საათამდე 737 აბონენტს ქ.ზუგდიდში ჩიტაძის II შესახვევი, წერეთლის ქუჩის ნაწილს, ასევე სოფელ ოდიში, ყულიშკარი(მესხიების უბანი).
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 481 აბონენტს სოფლებში ჩქვალერი, საჩინო, დაბა ჯვარის ნაწილი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-17:00 საათამდე 1 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის ქუჩაზე (კერძო აბონენტი).
აბაშა – 11:00-17:00 საათამდე 99 აბონენტს სოფელ სუჯუნაში. 11:00-14:00 საათამდე 10 აბონენტს სოფელ ზანათში.
ხობი– 12:15-18:00 საათამდე 114 აბონენტს სოფელ პირველი მაისში.
მარტვილი – 12:30-18:30 საათამდე 458 აბონენტს სოფლებში დ/ჭყონი, ნაფოსტარი, თამაკონი და მიმდებარე სოფლებში.
ჩხოროწყუ – 14:00-15:00 საათამდე 637 აბონენტს სოფლებში ახუთი, ნოღა, ქვედა ჩხოროყუ, ასევე მარტვილის რაიონში კიწია (ნოღა).
ფოთი – 15:00-18:30 საათამდე 389 აბონენტს ქ.ფოთში ფალიაშვილის, სააკაძის, 9 აპრილის ხეივანი , გორგასლის და მიმდებარე ქუჩების ნაწილში. 15:00-17:00 საათამდე 215 აბონენტს ქ.ფოთში 8 მარტის, ცოტნე მირცხულავას, ოთარ კიკალეიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.