ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ამ ეტაპზე წყლის ძველი არხის დემონტაჟი მიმდინარეობს.
,, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ქალაქისთვის, პროექტით გათვალისწინებულია მოაჯირებიანი ხიდ-გადასასვლელების, სარწყავი სისტემისა და წყალსაწრეტის მოწყობა, ასევე დეკორატიული ქოთნების განთავსება. მცენარეთა დარგვა ადრე გაზაფხულისთვის, თებერვლისა და მარტის თვეებში მოხდება. ყველა მიმდინარე პროექტს პირადად გაუწევ ზედამხედველობას, რათა სამუშაოები მაღალი სტანდარტის შესაბამისად შესრულდეს“-აღნიშნა ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება არსებული არხის დემონტაჟი და ახალი არხის მოწყობა, შეიცვლება განათების სისტემა, დაიდგმება ახალი სკამები და სანაგვე ურნები, ბულვარის ტროტუარებზე შშმ პირების დაუბრკოლებელი მოძრაობისათვის მოეწყობა პანდუსები, განახლდება ბულვარის გამწვანება, სამუშაოები 2018 წლის 7 ივნისს დასრულდება.
პროექტის ღირებულება 789 970 ლარს შეადგენს.