“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ნოემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდება.
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 12:30-18:30 საათამდე სოფლებში ორულუ, დიდი ნეძი, თორსა-დღვაბა, ასევე ხობის სოფელ თორსა-დღვაბაში. 13:30-18:30 საათამდე 5 აბონენტს სოფლებში ურთა და ცაიში.10:00-18:55 საათამდე 3307 აბონენტს სოფლებში ინგირი, ყულიშკარი, ჭაქვინჯი, ჭკადუაში და მიმდებარე სოფლების ნაწილში.
აბაშა – 12:00-16:00 საათამდე 68 აბონენტს სოფელ ძველ აბაშაში.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 784 აბონენტს ქ.წალენჯიხაში მიქავას, ლევან II დადიანის ქუჩებზე, ასევე სოფლებში მიქავა, ზუმი, დაბა ჯვარის ნაწილი, ჩქვალერი და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი – 12:00-15:00 საათამდე 605 აბონენტს ქ.ფოთში 9 აპრილის ხეივანი, რეკვავას, სამეგრელოს და მიმდებარე ქუჩებზე. 14:10-17:00 საათამდე 386 აბონენტს მორიგეობით იმერეთის, თავდადებულის, ერეკლე II და მიმდებარე ქუჩებზე.
ჩხოროწყუ – 11:00-17:00 საათამდე 313 აბონენტს სოფლებში ლესიჭინე, ქვედა ჩხოროწყუ, კირცხის ნაწილში..
მარტვილი – 11:00-17:10 საათამდე 700 აბონენტს სოფლებში დოშაყე, დიდი ჭყონი, ნალეფსაო და მიმდებარე სოფლებში.
ხობი – 15:40-18:30 საათამდე 150 აბონენტს სოფლებში შუა და გაღმა ხორგაში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.