გირგვლინის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს განაჩენი შესაძლოა დღეს გამოუტანონ

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, მოსამართლე შესაძლოა, დღეს განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდეს. სანდრო გირგვლიანის საქმის არსებითი განხილვა დასკვნით ეტაპზეა.
აღნიშნული ეტაპების ამოწურვის შემდეგ პროცედურა ბრალდებულის საბოლოო სიტყვას ითვალისწინებს, თუმცა ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე არ არის წარდგენილი, გამორიცხული არ არის, მოსამართლემ განაჩენი დღესვე გამოაცხადოს, ან სათათბიროდ გავიდეს.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა: გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებისთვის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი