20 დეკემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

20 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, “ენერგო პრო ჯორჯია” მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ენერგომომარაგებაა შეეზღუდება სამეგრელოს შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებ:

ზუგდიდი –  10:00-18:30 საათამდე  698 აბონენტს  სოფელ ჭკადუაში, ლია, ჩხორია.  11:40-18:30 საათამდე 4751 აბონენტს ქ.ზუგდიდში კ.გამსახურდიას, ბარამიას, ბენდელიანის, ჩიტაძის  II შესახვევი და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში კახათი, ჭითაწყარი, რუხი, ოდიში და მიმდებარე სოფლების ნაწილი.  13:30-17:30 საათამდე 413 აბონენტს ქ.ზუგდიდში, მოსაშვილის, მექაღალდის, წყალსადენის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ ახალი აბასთუმანში.

წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 1596  აბონენტს ქ.წალენჯიხაში შეროზიას, ლევან მეორე დადიანის  და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ობუჯი,ზღვაია,  საჩინო, დაბა ჯვარის ნაწილი  და მიმდებარე სოფლებში.

ფოთი – 12:00-15:00 საათამდე პერიოდში 8029 აბონენტს მონაცვლეობით ქ.ფოთში  აღმაშენებლის, 9 აპრილის ხეივანი, რუსთაველი რკალი, ფარნავაზ მეფისა და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-14:00 საათამდე 384 აბონენტს ქ.ფოთში კოკაიას, ელადას, მამუკა კაცაძის და მიმდებარე ქუჩებზე.  11:00-18:00 საათამდე 271 აბონენტს სამეგრელოს, დავითაიას, ერთობის და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ – 11:00-18:00 საათამდე 588 აბონენტს სოფლებში ხაბუმე , ჭოღა.

მარტვილი – 13:00-16:00 საათამდე 120 აბონენტს სოფლებში გურძემი, კიწია, კურზუ.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი